in

მზად ვართ: ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც საჭიროა

ორი დღეც და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთვება. ჩვენები ხვალ, 17 ივნისს ივარჯიშებენ დორტმუნდის სტადიონზე, მანამდე კი ბაზაზე ემზადებიან და კომენტარი გააკეთა ზურიკო დავითაშვილმა:

“ვემზადებით მაქსიმალურად. ჯერჯერობით, უფრო მეტად საკუთარ თავზე გვაქვს კონცენტრაცია, თუმცა ვიწყებთ მეტოქის განხილვასაც. იმედია, ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნიდან ვარჯიშზეც კი ამდენი გულშემატკივარი მოდის. თამაშზე ბევრად მეტი ქომაგი იქნება, რაც მეტ მოტივაციას გაძლევს.

ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. ჩემი აზრით, ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც თითოეულ მოთამაშეს ეტყობა. გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია ამ ყველაფერს სტადიონზე გადავიტანთ თამაშის დროს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეგვიძლია თურქეთთან წარმატებით თამაში: რაც მეტი გულშემატკივარი იქნება, უფრო ადვილი იქნება

ფოტო: განსაკუთრებული ამბავი – ქართველი გულშემატკივარი გერმანიაში მოპედით ჩავიდა და ნაკრებს დროშა ჩაუტანა