დღეს დიეგოს დაბადების დღეა. პირველად თავად დიეგოს გარეშე. გიჟმაჟ ლეგენდას სხვადსხვა დროს მისი ხასიათის შესაფერისი ციტატები უთქვამს. გავიხსენოთ:
„არგენტინა – ეს მე ვარ“;
„დედა ყოველთვის საუკეთესოს მეძახდა. მე კი დედასთან კამათი არ მჩვევია“;
„მე მომწონს ის, რომ მსოფლიოში ჰომოსექსუალები არიან. ჩვენ უფრო მეტი ლამაზი ქალბატონი დაგვრჩება”;
„მე ვაღიარებ მხოლოდ ორ შვილს – დალმასა და ჯანინს. ყველა დანარჩენი – ჩემი ფულისა და შეცდომების ნაყოფია”;
„ჩემი ქალიშვილების საქმროებს უბედურება დაემართებათ, თუკი ისინი მათ ერთხელ მაინც აატირებენ”;
„ცოლს არ ვღალატობდი. და ეს რომც გამეკეთებინა, არასდროს ვაღიარებდი”;
“მხოლოდ მაშინ აღწევს ადამიანი წარმატებას, როცა ბევრს მუშაობს. სინამდვილეში წარმატებას არაფერი აქვს საერთო იღბალთან”;
“რატომღაც ყველა განსაკუთრებულ იუმორს მოითხოვს ჩემგან, მაშინ როცა გამოუსწორებელი ცინიკოსი ვარ და მხოლოდ უხეში ხუმრობებით ვიკვებები”;
“ნარკოტიკებმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ქალიშვილებთან ურთიერთობის საშუალება წამართვა, რასაც ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს”;
“აზრი არ აქვს კამათს ვინ უკეთესია – მე თუ პელე, რადგან ნებისმიერი იტყვის, რომ მე საუკეთესო ვარ”;
“ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობისას, ერთს ნაპოლეონი ეგონა საკუთარი თავი, მეორეს – ფიდელ კასტრო, ჩემი კი, არავის სჯეროდა, როცა ვამბობდი, რომ მარადონა ვიყავი”;
“ფეხბურთი – სიამოვნების და სიხარულის თამაშია, ფეხბურთელები არასდროს განიცდიან სტრესს, რადგან სტრესი მათთვისაა, ვინც მთელ დღეს სამუშაო მაგიდასთან ატარებს”;
“თეთრიც შემიძლია ვიყო და შავიც, მაგრამ ნაცრისფერი არასდროს ვიქნები”;
“სიცრუეა, როცა გუნდის გამარჯვებას მწრთვნელს მიაწერენ, რადგან ნამდვილი გამარჯვებული მხოლოდ ფეხბურთელია”;
“ღმერთი მხოლოდ მათ ეხმარება, ვისაც თვითონ შეუძლია საკუთარი თავის დახმარება”;
“პოლიტიკოსებთან შედარებით მე უპირატესობით ვსარგებლობ, რადგან ისინი საჯარო ადამიანები არიან, მე კი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი ვარ”;
“ჩემი შვილებისთვის მე კერპი ვარ და ეს სრულიად საკმარისია”.
GIPHY App Key not set. Please check settings