“მე ვარ საქართველო” – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი ჰიმნი აქვს.
ეროვნული გუნდების ახალი ბრენდ პლატფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ახალი სიმღერაა, რომელზეც აჩიკო გულედანმა და ბექა ჯაფარიძე-შუკვანმა იმუშავეს.
ნაწარმოების რიტმი ნაკრების ახალი სლოგანის მიხედვით აეწყო – “მე ვარ საქართველო”.
ჰიმნში ასევე გამოყენებულია მოტივები “შენ ხარ ვენახიდან” და “ოდოიადან”.
ახალი ჰიმნითა და იდენტობით საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 2 ივნისს, თბილისში, გიბრალტარის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings