დღეს, სასტუმრო “შერატონში” ზაფხულის ერთა ლიგის მატჩების წინ საქართველოს ნაკრები გუნდების ახალი ბრენდ პლათფორმის პრეზენტაცია გაიმართა. მე ვარ საქართველო -ეს არის საქართველოს ნაკრების ახალი სლოგანი და ჩვენი ნაკრები გუნდები ამ იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანდებიან. ახალი ბრენდის პრეზენტაციას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.
“ყველა წარუმატებლობას დავივიწყებ, თუ მეცოდინება გეგმა საით მივდივართ” -სწორედ ესაა ამ ახალი პროექტის დაწყების მთავარი მიზანი.
მე ვარ საქართველო-ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი იდენტიბა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა.
ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნაზე საკომუნიკაციო სააგენტო “ვინდფორსმა” იმუშავა. როცესში ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად: მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები იყვნენ ჩართულნი.
შემუშავდა ბრენდის ახალი პლათფორმა, რომლის უმთავრესი იდეაც სპორტსმენების მუდმივი თვითგანვითარება, რადგან სწორედ ასეთი ინდივიდებისგან შემდგარი ერთობა ქმნის ეროვნულ ნაკრებს კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალად.
შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის არქერტიპი გმირია. ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და საკუთარი მიზანდასუხოლობით, სხვებსაც შთააგონებს. ამ სიმბოლოს ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტაცია საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებაა-ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში. ამ იდენტობის გამომხატველი სიმბოლიკსა საქართველოს სახელმწიფო გერბზე წმინდა გიორგის ლოგოა გამოსახულიდა სწორედ წმინდა გიორგი იქცა ეროვნული ნაკრების ახალი ბრენდის პროტოტიპად და ნაკრების ახალ მაისურზეც წმინდა გიორგი იქნება გამოსახული. “მე ვარ საქართველო” -ესაა ბფრაზა, რომელიც ბრენდის მიზანს და იდენტობას ყველაზე კარგად ახმოვანებს.
GIPHY App Key not set. Please check settings