in

მე ვარჯიშზე ვიყავი, მეუღლეს კი თავშესაფარში უწევდა ჩასვლა… გოჩოლეიშვილი უკრაინას იხსენებს

გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიურ მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარა. “კოპენჰაგენის” 23 წლის მცველმა ისაუბრა უკრაინაზე, სადაც იგი დონეცკის “შახტარში” თამაშობდა, ასევე თავის ამჟამინდელ კლუბზე…

“უკრაინაში ძალიან რთული ვითარება იყო. ზოგჯერ, თამაშის დროს, საჰაერო განგაშის სირენაც ირთვებოდა. ამის შემდეგ გვიწევდა მატჩის შეწყვეტა. იყო ისეთი მომენტებიც, როცა თამაში მთავრდებოდა 4-5 საათის შემდეგ… იყო შიში ახლობლების გამო. უსიამოვნოდ მახსენდება შემთხვევები, როცა მე ვარჯიშზე ვიყავი, შინ დარჩენილ ჩემს მეუღლეს კი თავშესაფარში უწევდა ჩასვლა…

მინდა, ჩემი თანაგრძნობა და უდიდესი პატივისცემა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. ახლა მათ ურთულეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება…

დანიაში უსაფრთხოდ ვარ. როცა ვარჯიშზე მივდივარ, ჩემი მეუღლე კი შინ რჩება, არაფერზე ვნერვიულობ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ “კოპენჰაგენში” უზომოდ მეგობრული და გუნდური ატმოსფეროა. როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. ჩვენი მთავარი მწვრთნელი, იაკობ ნეესტრუპი, კარგი ადამიანი და ასეთივე მწვრთნელია…

რაც შეეხება ჩემს მომავალს. მახსოვს, რამხელა ბედნიერება ვიგრძენი მაშინ, როცა მოვიგეთ დერბი. ეს იყო ჩემი პირველი მოგებული დერბი. ზოგადად, განსაკუთრებული გრძნობა მიპყრობს, როცა გავდივარ მინდორზე და ვხედავ “ტოტენჰემის” გულშემატკივრებს. არ ვიცი, დავრჩები თუ არა აქ დიდი ხნით და როგორ დასრულდება ყოველივე ეს, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვიმედოვნებ, რომ გუნდს არაერთი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები”, – თქვა გოჩოლეიშვილმა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას 23 წუთი, 14 ქულა და გასვლითი მოგება

კვარაცხელიამ თავისი იმიჯი ჯერ ვერ დაადასტურა და დრო დასჭირდება: ხვიჩას პარიზში მაისიდან უნდოდა