საჩემპიონო ინტრიგა განელდა. გაუთავებელი რბოლა პირველობისთვის დასასრულისკენ მიდის. „ლივერპული“, რომელმაც დღევანდელი პარამეტრებით, ჯადოსნური სერია მოაწყო, გაჩერდა. მერსისაიდელების სუპერგადატვირთულმა და მძიმე კალენდარმა თავისი გაიტანა და გუნდმა კიდევ ერთი რთული თამაში ვეღარ მოიგო. ფრე ზოგადად 2 ქულის დაკარგვის ტოლფასია, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ჩემპიონის ტიტულისაც. „ლივერპული“ ლიდერს 3 ტურით ადრე 3 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ „სიტის“ ერთი თამაშის ფრედ დასრულების (ვერმოგების) საშუალება გაუჩნდა. ახლა რთულად წარმოსადგენია, რომ „ქალაქელები“ ამ შანსს ხელიდან გაუშვებენ. შესაძლოა ეს მათთვის ერთგვარი კომპენსაციაა ჩემპიონთა ლიგიდან დაუჯერებელი გამოვარდნის შემდეგ.
„არსენალი“ კი ისევ გუნდობს, მორიგი, ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და 4 ქულით დაუსხლტა თან მთავარ მდევარს და თან საძულველ მეტოქეს „ტოტენჰემს“. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქ ჯერ ინტრიგა არ მომკვდარა – მომდევნო ტურში, 12 მაისს სწორედ დერბია – „ტოტენჰემი“ თავის მოედანზე დაუხვდება „არსენალს“ და იქ ბევრი რამ გაირკვევა.
ცოტა ყურადღებით უნდა იყოს „ჩელსი“, რომლის პოზიცია ოთხეულში ცოტა ხნის წინ მყარი იყო, თუმცა ბოლო დროს მოუკლო თამაშს და მოუხშირა ქულების დაკარგვას, რის გამოც პოზიციები კი შეერყა, მაგრამ მე-3 ადგილზე სხვა გუნდების არასტაბილურობის გამოცაა. პირველ რიგში ეს „მანჩესტერზე“ უნდა ითქვას, რომელიც ზოგჯერ უბრალოდ ძალიან ცუდია და საერთოდ არ შეესაბამება თავის სახელსა და სტატუსს.
„ლივერპულმა“ ოქტომბრის შემდეგ პირველად ვერ მოიგო „ენფილდზე“ პრემიერლიგური თამაში. 12 მატჩი მოგროვდა საერთო ანგარიშით 35:2.
„ლივერპული“ 2022 წელს არ აგებს ჩემპიონატის შეხვედრას.
კლოპი: „ტოპ-გუნდი ზის დაცვაში. ეს მუშაობს დიდ მატჩებში, მაგრამ ისინი ჯერ ისევ მე-5 არიან.
ტოპ-დონის მოთამაშეები ბურთებს ბლოკავენ. ისინი უფრო მეტს უნდა აჩვენებდნენ.
რთულია ითამაშო მსოფლიო დონის ფეხბურთელებისა და მწვრთნელის წინააღმდეგ, როდესაც მათ თამაში კვირაში ერთხელ, ჩვენ კი 3 დღეში ერთხელ გვაქვს“.
კონტე: „სასიამოვნოა. რომ „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები გაწბილებული არიან „ენფილდზე“ ფრით“.
„უოტფორდი“ პრემიერლიგიდან გავარდა – მე-2-ედ ბოლო 3 სეზონში.
„ჩელსიმ“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, გოლი 97-ე წუთზე მიიღო. „არისტოკრატებს“ 1 მოგება აქვთ ბოლო 5 მატჩში.
“სიტი“ 9 მატჩია არ აგებს – 7 მოგება და 2 ფრე.
გვარდიოლა: „თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა „სიტიში“, ის ჩენ არ გვიცნობს“.
„მანჩესტერმა“ კლუბის პრემიერლიგაში გაშვებული გოლების ანტირეკორდი დაამყარა – 56.
„მანჩესტერი“ სეზონს კლუბის ანტირეკორდით დაასრულებს ქულების მხრივ – გუნდი 61 ქულაზე მეტს ვეღარ მოაგროვებს.
„მანჩესტერი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება.
ბრუნო ფერნანდეში: „მე როგორც ვითამაშე, ის არ არის საკმარისი „მანჩესტერის“ მაისურის ტარებისთვის“.
რონალდოს, მატიჩსა და მატას, Sky-ის ვერსიით, ყველაზე ცუდი შეფასება აქვთ – 4 ბალი 10-დან.
რანგნიკი: „მანჩესტერის“ დამამცირებელი მარცხი და კოშმარული თამაში.
პრობლემა – მთელი გუნდით დაცვის უუნარობაა“.
პრემიერლიგა – XXXVI ტური
კრისტალ პალასი – უოტფორდი 1:0
ჩელსი – ვულვერჰემპტონი 2:2
ბარნლი – ასტონ ვილა 1:3
ბრენტფორდი – საუთჰემპტონი 3:0
ბრაიტონი – მანჩესტერი 4:0
ლივერპული – ტოტენჰემი 1:1
არსენალი – ლიდსი 2:1
ლესტერი – ევერტონი 1:2
ნორვიჩი – ვესტ ჰემი 0:4
სიტი – ნიუკასლი 5:0
GIPHY App Key not set. Please check settings