ლეგენდარული კალათბურთელი, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში NBA-ის 5-გზის ჩემპიონი მეჯიქ ჯონსონი ისტორიაში მე-4 სპორტსმენი გახდა, რომელმაც მილიარდი დოლარი იშოვა. ამაზე Forbes წერს.
64 წლის ჯონსონის ქონება 1.2 მილიარდ დოლარად შეფასდა.
მილიარდერი სპორტსმენების სიაში კიდევ ორი კალათბურთელია: NBA-ის 6-გზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი და NBA-ის 4-გზის ჩემპიონი ლებრონ ჯეიმსი. მეოთხე მილიარდერი სპორტსმენი კი გოლფის მოთამაშე, 15-გზის ჩემპიონი ტაიგერ ვუდსია.
მეჯიქ ჯონსონს წილი აქვს ამერიკული ფეხბურთის კლუბ „ვაშინგტონ კომანდერსში“. ასევე ლოს ანჯელესურ კლუბებში – MLS-ის „ლოს ანჯელესში“, ბეისბოლის „დოჯერსში“ და ქალთა NBA-ის „სპარქსში“.
GIPHY App Key not set. Please check settings