გიორგი მიქაუატაძე შესანიშნავ სეზონს ატარებსლიგა 2-ში. ქართველი ფორვრდი ჩემპიონატის ბომბარდირია (22 გოლი), ის მუდმივად ხვდება ტურის სიმბოლურებში და თვის ფეხბურთელადაც ასახელებენ. ცხდია, გიორგის ბევრი ვინმე აკვირდება და არ არის გამორიცხული ახალ სეზონში ახალ გუნდში ვიხილოთ. რა ხანია მისით დაინტერესებულ კლუბებზე იწერება, ძირითადად იტალიურებზე. ახლა კი, როგორც იწერება, ფრანგული და ინგლისური კლუბებიც გამოჩნდნენ. ამასობაში კი „მეცმა“ ქართველს ფასი დაადო – 15 მილიონი ევრო.
თუმცა თუ „მეცმა“ ლიგა 1-ში დაბრუნება მოახერხა, მაშინ ჩვენიანის გაშვება გუნდს არ მოუნდება.
მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
GIPHY App Key not set. Please check settings