in

მეფე გიორგი: მიქაუტაძეს კარგი თამაში დაუფასეს და KING’KAUTADZE შეარქვეს – ფოტო

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მორიგ ტურში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და „მეცს“ სტუმრად „ანსისთან“ მოაგებინა – 3:0. ქარტელმა ფორვარდმა ინდივიდუალური ოსტატობით ორი გოლი თავად გაიტანა და ერთიც პარტნიორს გაატანინა.

მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და მეცს მოაგებინა

გიორგი კარგი თამაში არ გამორჩენიათ საფრანგეთში და ჩვენიანს არც მეტი არც ნაკლები მეფე უწოდეს. ტვიტერზე შეხვდებით პოსტერს, სადაც გიორგი ტახტზეა მოკალათებული და წარწერაც შესაბამისი აქვს – KING’KAUTADZE.

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მიქაუტაძემ 28 მატჩი ჩაატარა (26 ძირითადში) 15 გოლი გაიტანა (ერთი თასზე) და 6 საგოლე პასი გააკეთა.

გარდა ამისა, ქართველს „მეცის“ გოლების 50%-ში აქვს მონაწილეობა მიღებული (40-დან 20-ში).

„მეცი“ ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის.

სტაჟიან ქომაგებს ემახსოვრებათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ ფეხბურთელს მსგავსი სახელი შეურჩიეს. თავის დროზე ინგლისში ბრწყინვალე გიორგი ქინქლაძეს ანალოგიურად გადაუკეთეს გვარი და KINGLADZE უწოდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სხვაგან მოთამაშე საშინაო მატჩები და ორი უგოლო თამაში: ეროვნული ლიგა

მესის 1000: ლეომ უნიკალურ შედეგს მიაღწია