საქართველოს ნაკრები ხვალ ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენისთვის ორმატჩიან რაუნდში სომხეთს ერევანში შეხვდება. დღეს ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ჩვენი ნაკრების ხვალინდელი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილიც იმყოფებოდა.
„ნაკრების კაპიტნობა მართლაც დიდი მოვლენა და ახდენილი ოცნებაა.
კაპიტნობა განსაკუთრებული გრძნობაა. კლუბში ბევრჯერ ვყოფილვარ კაპიტანი, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ეს განსაკუთრებული პატივია. იმედია, ჩემი დებიუტი კაპიტნის რანგში წარმატებული გამოდგება.
ველოდებით, რომ მეტოქე გუნდურად დაიცავს თავს და სწრაფ კონტრშეტევებზე ითამაშებს. შესაძლოა, მაღალი პრესინგი შემოგვთავაზონ. მთავარია საკუთარ თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებული“.
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings