in

მეტოქემაც ჩამოთვალა: როგორი გამოვიდა ჩეხეთის შემადგენლობა

საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ერთა ლიგას იწყებს. მეტოქე ჩეხეთია, რომელსაც ევრო 2024-ზე ვეთამაშეთ (1:1). ჩვენი გუნდის შემადგენლობა ცნობილია, ისევე როგორც ჩვენი მეტოქის.

ივან ჰაშეკმა შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდის არ იყოს, დებუტანტები იქაც არიან. სამიდან ორი ახალწვეული მეკარეა და ერთიც მცველი.

ჩეხეთის ნაკრები:

მეკარეები: მატეი კოვარჟი (ლევერკუზენი), იაკუბ მარკოვიჩი (ოსტრავა), ადამ ზადრაჟილი (ჰრადეც კრალოვე)

მცველები: ვლადიმირ ცუფალი (ვესტ ჰემი), რობინ ჰრანაჩი (ჰოფენჰაიმი),დავიდ ზიმა (სლავია), ლადისლავ რინეში, მარტინ ვიტიკი, იაროსლავ ზელენი (ყველა – სპარტა)

ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (გლაზგო რეინჯერსი), მატეი იარაშეკი, ლუკაშ პროვოდი (ორივე – სლავია), ალექს კრალი (ესპანიოლი), ონდრჟეი ლინგრი (ფეიენოორდი), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), ლუკაშ ჩერვი, პაველ შულცი, ლუკაშ კალვახი (ყველა – პლზენი)

თავდამსხმელები: ტომაშ ჩვანჩარა (გლადბახი), ადამ ჰლოჟეკი (ჰოფენჰაიმი), ტომაშ ხორი (სლავია), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ ბოლოს მოიგო, ხვიჩა კარგი იყო

ვერდიქტი არის: თუშიშვილი დასაჯეს – 6 თვით