in

მეტოქეებმა შემადგენლობა დაასახელეს: დანია ერთი კვირით ადრე ჩამოვა

21 თებერვალს საქართველოს ნაკრები კალათბურთში დანიას ეთამაშება ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში.

მოგების შემთხვევაში საქართველო ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. წაგების შემთხვევაში კი ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც საქართველო სერბეთს ესტუმრება, ხოლო დანია ფინეთს მიიღებს.

დანიელები თბილისში ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ. მათ საუკეთესო შემადგენლობას მოუყარეს თავი.

დანიის ნაკრები:

ბაკარი დიბა (ჰაიდელბერგი, გერმანია), იფე ლუნდბერგი (პარტიზანი, სერბეთი), მარკუს მიოლერი (უნიკახა, ესპანეთი), სილვესტერ ბერგი, დარკი იუკიჩი (ორივე – ბაკენ ბეარსი), იონას ზოჰორა (შიაულაი, ლიეტუვა), ლიამ ჩერჩილი (ჰორსენსი), მადს ბონდე (გიპუზკოა, ესპანეთი), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), ფრედერიკ დრეიერი, ტობიას იენსენი (ორივე – ულმი, გერმანია), გუსტავ კნუდსენი (შარლერუა, ბელგია), შევონ შილდსი (მილანი, იტალია).

შეგახსენებთ, დანია-საქართველოს პირველი შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა – 75:69.

ამასობაში შემადგენლობა შეკრიბა ჩვენმა კიდევ ერთმა მომავალმა მეტოქე სერბეთმა.
სვეტისლავ პეშიჩმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სერბები 21 თებერვალს სტუმრად ფინეთს შეხვდებიან, ხოლო 24 თებერვალს ბელგრადში საქართველოს უმასპინძლებენ.

სერბეთს ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.

სერბეთის ნაკრები:

ალეკსა ავრამოვიჩი (ცსკა, რუსეთი), სტეფან იოვიჩი („ვალენსია“, ესპანეთი), დუშან რისტიჩი („შალონი“, საფრანგეთი), ნიკოლა მილუტინოვი („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), უროშ ტრიფუნოვიჩი („თოფასი“, თურქეთი), მარკო გუდურიჩი („ფენერბაჰჩე“, თურქეთი), დუშან ბესლაცი („ავტოდორი“, რუსეთი), უროშ პლავსიჩი („ბეშიქთაში“, თურქეთი), ალეკსა რადანოვი („ლეგია“, პოლონეთი), ბორისა სიმანიჩი („იგოკეა“, ბოსნია), სტეფან ლაზარევიჩი (ფმპ, სერბეთი), მიჰაილო პეტროვიჩი, ფილიპ იოვიჩი, ბოგოლუბ მარკოვიჩი („მეგა“, სერბეთი), ოგნიენ დობრიჩი, დეიან დავიდოვაცი, ფილიპ პეტრუშევი, ანდრეი კოსტიჩი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), არიან ლაკიჩი, ბალსა კოპრივიცა, ალეკსეი პოკუშევსკი, მარიო ნაკიჩი („პარტიზანი“, სერბეთი), დუშან მილეტიჩი („სპარტაკი“, სერბეთი), ასიმ დიულოვიჩი („ბელგრადი“, სერბეთი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძის უოტფორდი ლიდერთან განადგურდა

წარმოუდგენელი ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს: ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე