საქართველოს ნაკრები დღეს ბათუმში ჩაფრინდა, სადაც ხვალ უკრაინასთან ერთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს. დღეს გუნდები მატჩის წინა ვარჯიშს ჩაატარებენ, მანამდე კი ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. აი რა თქვა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლი:
„შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა ძალიან ძლიერი მეტოქეა. მთავარია, ის შეცდომები გამოვასწოროთ, რაც ოქტომბრის მატჩებში დავუშვით. მოედანზე მეტი აგრესია გვჭირდება.
ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. წინ ახალი პროექტია. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავია და თაობათა ცვლა სამომავლოდ აუცილებლად იქნება.
პირველ ადგილზე იმ შემთხვევაში გავალთ თუ დარჩენილ ორივე მატჩს მოვიგებთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილის დაკავება არ არის, კარგ თამაშზე ვართ კონცენტრირებული”.
მწვრთნელის თქმით, მცველებიდან გოგლიჩიძე ტრავმირებულია, დვალი დისკვალიფიცირებული, ამიტომ ცვლილებები იქნება და ამის შესახებ ხვალ გამოაცხადებს.
საქართველოსა და უკრაინის შეხვედრა ბათუმის „აჭარა არენაზე“ 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings