ლეო მესი MLS-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ზედიზედ მეორედ.
არგენტინელმა 49 მატჩში 43 გოლი გაიტანა, 28 საგოლე პასი გააკეთა და „ინტერ მაიამის“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
სეზონის მიმდინარეობისას მესიმ არაერთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის 30 ნოემბერს ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტი გახდა – 405 შედეგიანი პასი.
მესი უკვე არის „ინტერ მაიამის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 77 მატჩში 88 გოლი.
მესი პირველია, ვინც MLS-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ ორჯერ გახდა.




GIPHY App Key not set. Please check settings