ლიონელ მესი 38 წლის გახდა. წლები გადის, მაგრამ ისტორიაში უდიადესი არგენტინელი თამაშს.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდში ლეომ „პორტოსთან“ საჯარიმო დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. პლეი-ოფში მისი „ინტერ მაიამი“ ყოფილ კლუბს, პსჟ-ს დაუპირისპირდება.
Transfermarkt მესის 18 მილიონ ევროდ აფასებს. პორტალმა შეადგინა ისტორიაში 38 წლის და უფროსი ასაკის ფეხბურთელებისთვის რეკორდული სატრანსფერო ფასების რეიტინგი, სადაც ლეო პირველ ადგილზეა.
მის შემდეგ მოდის მარადიული მოწინააღმდეგე, კრიშტიანო რონალდო, რომელიც Transfermarkt-მა 15 მილიონ ევროდ შეაფასა. ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ვეტერანების სამეულს ლუკა მოდრიჩი ასრულებს.
რეკორდული ფასები 38 წლის და უფროსი ასაკის მოთამაშეებისთვის

GIPHY App Key not set. Please check settings