ლიონელ მესი 2022 წლის საუკეთესო პლეიმეიკერი გახდა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით.
პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ეს ჯილდო სარეკორდოდ, მეხუთედ მოიგო. ადრე რეკორდი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველ ჩავის ეკუთვნოდა, რომელიც 4-ჯერ აღიარეს საუკეთესო გამთამაშებლად.
2022 წლის საუკეთესო პლეიმეკერები IFFHS-ის ვერსიით:
- ლიონელ მესი (პსჟ / არგენტინა);
- ლუკა მოდრიჩი („რეალი“ / ხორვატია);
- კევინ დე ბრუინი („სიტი“ / ბელგია);
- ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“ / პორტუგალია);
5-6. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“ / საფრანგეთი);
5-6. ბერნარდო სილვა („სიტი“ / პორტუგალია).
ეს IFFHS-სგან უკვე მესამე ჯილდოა წელს მესისთვის. აქამდე ორგანიზაციამ არგენტინელი წლის ფეხბურთელად და წლის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელა.
2020 და 2021 წლებში საუკეთესო გამთამაშებელი IFFHS-ის ვერსიით კევინ დე ბრუინი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings