არავინ დავობს, რომ ლეო მესი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ პრიმერაში ისეთებიც არიან, რომლებიც უფრო მეტად ფასობენ. დიად არგენტინელს ერთბაშად ორმა „ატლეტიკოელმა“ გადაასწრო.
მესიმ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში.
Transfermarkt-მა 33 წლის არგენტინელი 80 მლნ ევროდ შეაფასა და ამით ლეომ მესამე ადგილი გაიყო უწვერულ თანაკლუბელ ანსუ ფატისთან. ყველაზე ძვირადღირებული კი ჟოაო ფელიქსია (100 მლნ), მეორეზეა „ატლეტიკოს მეკარე იან ობლაკი (90 მლნ).
აი Transfermarkt-ის დანარჩენი ტოპები:
5-6. ტიბო კურტუა («რეალი», 75 მლნ)
5-6. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი («ბარსელონა», 75 მლნ)
7-10. ფედერიკო ვალვერდე («რეალი», 70 მლნ)
7-10. მიკელ ოიარსაბალი («რეალ სოსიედადი», 70 მლნ)
7-10. კაზემირო («რეალი», 70 მლნ)
7-10. რაფაელ ვარანი («რეალი», 70 მლნ)
11-12. ფრენკი დე იონგი («ბარსელონა», 65 მლნ)
11-12. ხოსე ხიმენესი («ატლეტიკო», 65 მლნ)
13-15. საული («ატლეტიკო», 60 მლნ)
13-15. კოკე («ატლეტიკო», 60 მლნ)
13-15. ანტუან გრიზმანი («ბარსელონა», 60 მლნ)
მესის კონტრაქტი „ბარსასთან“ წლის ბოლომდეა. არაერთხელ ითქვა მისი გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ.
28 წლის ობლაკმა ჩემპიონატის 15 მატჩში კარი 8-ჯერ მშრალად შეინახა.
21 წლის ფელიქსმა 14 მატჩი ითამაშა და 5+3 ქულა მოაგროვა.
მესის კი 9+2 აქვს პრიმერას მატჩებში.
GIPHY App Key not set. Please check settings