in

მესი შესაძლოა წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდეს: ვინ არიან მეტოქეები

ლეო მესი ESPN-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენის პრემიაზეა ნომინირებული.

ყოველწლიური პრემია ESPY Award სპორტის სხვადასხვა სახეობებში წელიწადს აჯამებს.

არგენტინის ნაკრებისა და აწ უკვე „ინტერ მაიამის“ ფორვარდი მამაკაცთა შორის 2022 წლის სპორტსმენის პრიზის პრეტენდენტია. ამ ჯილდოზე პრეტენზიას ასევე აცხადებენ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი პატრიკ მაჰოუმსი, კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი და ბეისბოლისტი აარონ ჯაჯი.

გასულ წელს პრიზი „გოლდენ სტეტის“ სტეფ კარიმ მოიგო.

მესი ასევე ნომინირებულია საუკეთესო საჩემპიონიო გამოსვლის ჯილდოზე. მოგეხსენებათ, ის თავის არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

დაჯილდოების ცერემონია 12 ივლისაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მორჩა, გამოვიდა: მბაპე რეალში გადადის -ტრანსფერის თანხა 200+50 მილიონია

კრიშტიანო მდიდრულ შვებულებაშია: კვირაში 200 ათასს იხდის