in

მესი ყველაზე მეტს ურტყამს: ნეიმარი მე-6 ბომბარდირია

ლეო მესიმ მე-10-ედ დაარტყა კარის ჩარჩოში ლიგა 1-ის შეხვედრებში.
პსჟ-ს არგენტინელმა თავდამსხმელმა ეს „ტრუასთან“ ვერმოგებულ მატჩში (2:2) გააკეთა.
10 დარტყმა კარში – ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საფრანგეთის ჩემპიონატში.

თუმცა, ხსენებულ შეხვედრაში მესის შედეგიანი მოქმედებით თავი არ გაუმოუჩენია. ისე კი 5-ჯერ დაარტყა კარისკენ და აქედან ერთხელ ბურთი კარში წავიდა.

ამ სეზონში 34 წლის ფეხბურთელს 4 გოლი და 13 საგოლე პასი აქვს ჩემპიონატის 24 მატჩში.

ამასობაში კი ნეიმარი პსჟ-ს ისტორიაში მე-6 ბომბარდირი გახდა. ბრაზილიელმა „ტრუას“ პენალტი გაუტანა, ეს კი 99-ე გოლია პარიზელთა რიგებში და გატანილი ბურთებით მუსტაფა დალებას გადაასწრო.
სხვათა შორის, ბოლო 8 შეხვედრაში ნეიმარმა 8 გოლი შეაგდო.

პსჟ-ს საუკეთესო ბომბარდირები ისტორიაში:

  1. ედინსონ კავანი – 200 გოლი;
  2. კილიან მბაპე – 167;
  3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 156;
  4. პაულეტა – 109;
  5. დომინიკ როშტო – 100;
  6. ნეიმარი – 99.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესმერალდა: რონალდოებმა ბავშვს სახელი შეურჩიეს

სტარტის წინ: 4 ლეგენდა ერთ ფოტოში