ლეო მესი კრიშტიანო რონალდოზე 4-ჯერ უფრო პოპულარულია აშშ-ში.
ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც კომპანია SSRS-მა ჩაატარა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში მესი და რონალდო ყველაზე ცნობადი ფეხბურთელები არიან შტატებში და სხვა ყველას ბევრად უსწრებენ. თუმცა ბოლო წელიწადს არგენტინელის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა პორტუგალიელთან შედარებით.
ამის მიზეზია მესის გამარჯვება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა „ინტერ მაიამიში“ გადასვლა.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით ლეომ ხმების 21.3% მოაგროვა, საუდის არაბეთში წასულმა კრიშტიანომ კი – დაახლოებით 6%.
GIPHY App Key not set. Please check settings