ინგლისურ „უოტფორდში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ქართველი მივიდა: საბა გოგლიჩიძე გუნდს პრემიერლიგაში დაწინაურებაში უნდა დაეხმაროს. ქართველი მცველი ჩემპიონშიპის გუნდში იჯარით 6 თვით იქნება.
“უოტფორდის” საიტმა ახალწვეულთან მინიინტერვიუ ჩაწერა.
სამი სიტყვით დაახასიათეთ თქვენი სათამაშო სტილი…
სწრაფი, აგრესიული, მენტალურად ძლიერი.
თქვენი კუმირი?
ლიონელ მესი. მცველებს შორის სერხიო რამოსი.
ფავორიტი ქალაქი?
ფლორენცია.
გაქვთ რაიმე მეტსახელი?
გოგლი.
თქვენი ფავორიტი მოთამაშეები “უოტფორდში”?
ორი ფავორიტი მყავს: ჩაკვე (გიორგი ჩაკვეტაძე) და ჩიქო (ნიკოლოზ ჩიქოვანი).
ფეხბურთის გარდა, სპორტის რომელ სახეობაში იქნებოდით ძლიერი?
ალბათ ჩოგბურთში, ძალიან მიყვარს.
კერძი, რომელსაც ყოველდღე მიირთმევთ?
ყოველდღე ვერ ვჭამ, მაგრამ ჩემი საყვარელი კერძია ხინკალი. თუ ქართულ სამზარეულოს გავცდებით, მაშინ პასტა.
ხინკალი რა არის?
ქართული კერძია. როგორ აგიხსნათ, აი შემიძლია, ვიდეო განახოთ…



GIPHY App Key not set. Please check settings