in

მესი პარიზში რჩება: ლეო პასებით საუკეთესოა – პსჟ-ში გარდაქმნა იწყება

ლეო მესი პსჟ-ში დარჩება. Sky Sports-ის ინფორმაციით, არგენტინელი საფრანგეთის დედაქალაქში ყველაზე ცოტა კიდევ ერთ წელიწადს გაატარებს. კლუბი აპირებს გუნდი მის გარშემო ააშენოს.

ამასთან, კლუბი ნეიმარს უფლებას მისცემს მოლაპარაკებები აწარმოოს სხვებთან. ელიან, რომ ზაფხულში გუნდში მასშტაბური გარდაქმნა მოხდება. დიდი ალბათობით, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.

ცოტა კიდევ მესიზე:
ლეო ჩემპიონატში რამდენიმე მაჩვენებლით ლიდერია.
მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1793 წუთი ითამაშა.

ამ დროში მან 215 ე.წ. progressive passes მისცა – ანუ ისეთი, რომელიც შეტევას მინიმუმ 10 მეტრით წინ წევს მეტროქის ნახევარზე ან 15 მეტრით საწყისი წერტილიდან საკუთარ მოედანზე და საბოლოო მეტოქის მხარეს, ან 30 მეტრიანი, როდესაც საწყისიც და საბოლოოც საკუთარ ნახევარზეა.

მესის ანგარიშზეა 76 პასი მეტოქის საჯარიმო მოედანზე და 18 გადაცემა გასწვრივ. ის პირველია ამ მაჩვენებლებით.

სულ ლეოს 13 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, რაც მეორე შედეგია. თუმცა 90 წუთზე გადათვლით საშუალოდ 0.65 ასისტი გამოსდის, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგა 1-ში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაინც მოვიგებ: მიბაძეთ მამარდას – საკუთარ თავზე მუშაობის, შრომისა და პროფესინალიზმის მაგალითი

მამარდაშვილი პრემიერლიგის კლუბს სურს: ინგლისური მედია