in

მესი პარიზთან ურთიერთობას აგრძელებს

ლეო მესი ძალიან ახლოს არის პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებასთან.

„მარკას“ ინფორმაციით, არგენტინელი პარიზელებთან ხელშეკრულებას კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს – 2024 წლამდე.

35 წლის აწ უკვე მსოფლიო ჩემპიონი ახალ შეთანხმებას შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გააფორმებს. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ამ ამბავს ამავე კვირაში იტყვიან.

მესიმ მშობლიურ როსარიოში შვებულება დაასრულა და ოჯახთან ერთად კერძო თვითმფრინავით გაეშურა პარიზისკენ.
სავარაუდოდ, ის 11 იანვარს „ანჟერთან“ ითამაშებს.

აღნიშნავენ, რომ მესი კონტრაქტს იმის გამო ახანგრძლივებს, რომ კვლავ სურს ტოპ დონეზე თამაში.

ლიგა 1-ის 13 მატჩში მესიმ 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მისცა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპე 2022-ის ბომბარდირია: ვის გაასწრო

ვიდეო: მბაპე და ჰაკიმი ბრუკლინის თამაშზე მივიდნენ და დურანტისგან მაისურებით დასაჩუქრდნენ