გამოცემა Marca-მა თავისი მკითხველების ვერსიით მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
ჟურნალისტებმა თითო პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი შეარჩიეს და მათ შორის სატურნირო ბადე გააკეთეს. თითოეულ რაუნდში მკითხველები არჩევანს აკეთებდნენ ერთ მოთამაშეზე, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადიოდა.
ყველაზე მეტი ხმის დამგროვებელმა ფეხბურთელებმა სიმბოლური გუნდი შეადგინეს.
მეკარე: ტიბო კურტუა („რეალი“);
მცველები: ალფონსო დევისი („ბაიერნი“), რონალდ არაუხო („ბარსელონა“), ედერ მილიტაო („რეალი“), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ);
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი („სიტი“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“);
ვინგერები: ვინისიუსი („რეალი“), ლიონელ მესი (პსჟ);
თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“).
GIPHY App Key not set. Please check settings