მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინამ მეორე ტაიმში გატეხა მექსიკა (2:0) და პირველი თამაში მოიგო მუნდიალზე. პირველი, და ალბათ გადამწყვეტი, გოლი საჯარიმოს გარედან უზადო დარტყმით მესიმ გაიტანა, რომელმაც მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა და ასისტი მიითვალა. ლეო პირად სტატისტიკას აუმჯობესებს.
მესიმ მე-8 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე – რონალდოს და მარადონასაც ამდენი აქვთ. კლოზეც რეკორდამდე 8 გოლია დარჩენილი.
მესის მსოფლიო ჩემპიონატზე 4 გოლი აქვს საჯარიმოს გარედან – ყველაზე მეტი 2006 წლის შემდეგ. ვილიას და ფორლანს 3 ასეთი გოლი აქვთ.
მესიმ ნაკრებში ზედიზედ მე-6 მატჩში გაიტანა. მას 19+16 ქულა აქვს სეზონის 24 მატჩში კლბსა და ნაკრებში.
მესიმ ნაკრებში 93-ე გოლი გაიტანა. რონალდოს რეკორდამდე 25 გოლია, დაეის – 16.
მესიმ მარადონას რეკორდი გაიმეორა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 21.
მესიმ საგოლე პასი მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა და ამ მაჩვენებლით ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა. 2006 წლის მუნდიალზე 1 ასისტი ჰქონდა, 2010, 2014 და 2018 წლებში კი – 2.
მესის 14 (8+6) ქულა აქვს გოლი+პასის სისტემით მსოფლიო ჩემპიონატებზე. უკეთესი შედეგი გერმანელ ტომას მიულერს აქვს – 16.
მესიმ მე-13 გოლი გაიტანა ნაკრებში 2022 წელს. ერთ კალენდარულ წელიწადში ეს ლეოს საუკეთესო შედეგია არგენტინის ნაკრებში.
მესი: „არგენტინამ იცოდა, რომ ჩვენთვის იწყებოდა ნამდვილი მსოლფიო ჩემპიონატი. ყოველი მატჩი – ფინალია. შეცდომები დაუშვებელია“.
88 966 მაყურებელი არგენტინისა და მექსიკის მატჩზე – მუნდიალის სარეკორდო დასწრებაა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings