ლეო მესის საუდის არაბეთში 500 მლნ ევროზე მეტს თავაზობენ.
ჟურნალისტმა ჟაუმე რორესმა პროგრამაში Què t’hi Jugues აცნობა, რომ მიუხედავად ამისა, მესი შესაძლოა მაინც „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.
„ვფიქრობ, მესის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა საუდელებმა წინადადება გაზარდეს და ახლა ის წლიურ 500 მილიონს აჭარბებს. პარიზის გამოცდილება დადებითი არ ყოფილა მესისთვის. ყველა ხედავს რისი გავლა უწევს კრიშტიანო რონალდოს საუდის არაბეთში, როგორ უჭირს იქ. ლეო სულ ამბობდა, რომ „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდოდა, ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. გადაწყვეტილებას მაისში მიიღებენ“, – თქვა რორესმა.
ამ სეზონში არგენტინელმა 20 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი მისცა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings