in

მესი თეთრ სახლში არ მივიდა, არადა აშშ-ს პრეზიდენტი ერთ-ერთი მთავარი ჯილდოთი ელოდა

Biden Medal Of Freedom

ლიონელ მესი აშშ-ს პრეზიდენტის დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიონელ მესის და მეჯიქ ჯონსონს თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვებდა, რომელიც აშშ-ის ორი უმაღლესი ჯილდოდან ერთ-ერთია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯილდო ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელს, „ლეიკერსთან“ ერთად NBA-ის ხუთგზის ჩემპიონს, სამგზის MVP-ს და დიდების დარბაზის წევრს მეჯიქ ჯონსონს გადასცა.

თეთრ სახლში მივიდა პარკინსონით დაავადებული მსახიობი მაიკლ ჯეი ფოქსი. ასევე ვეტერანები: 85 წლის მოდის დიზაინერი რალფ ლორენი და 92 წლის კინორეჟისორი ჯორჯ სტივენსი, 90 წლის ზოოლოგი ჯეინ გუდოლი. დაჯილდოვდნენ მილიარდერი დევიდ რუბენშტეინი, ასევე პოლიტიკოსი ჰილარი კლინტონი.
სულ 18 მედალი დაარიგა.

სად არის ლეო? ერთ-ერთი ვერსიით, მესი ახლა მშობლიურ როსარიოში ისვენებს და მეგობრებთან ერთად მხიარულობს. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯილდოები, რომლებიც მას ისედაც უკვე საკმარისზე მეტი აქვს.

თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი – კონგრესის ოქროს მედალთან ერთად სამოქალაქო ჯილდოებიდან ორიდან ერთ-ერთი უმაღლესია.

ის გადაეცემა „ქვეყნის უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის“.
ყველა მფლობელს მოქმედი პრეზიდენტი ირჩევს.

რატომ დააჯილდოვეს მესი?
ქველმოქმედებისთვის.

ციტირება თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებიდან: „მესი მხარს უჭერს ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებს ბავშვებისთვის მთელს პლანეტაზე საკუთარი ფონდის მეშვეობით და ის ასევე არის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი“.

მესის ფონდი 2007 წელს შეიქმნა. ლეოს ერთ-ერთი მთავარი პროექტი ბარსელონაში ბავშვთა კიბოს ცენტრის მშენებლობის დაფინანსებაა.

მესი 2010 წლიდან UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოღუშული კვარაცხელია ნაპოლის ემშვიდობება: ხვიჩას მთხოვნელები არ აკლია

ბითაძის 9 ქულა და 11 მოხსნა იუტასთან წაგებულ მატჩში