ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო შესაძლოა ისევ შეხვდნენ მოედანზე ერთმანეთს.
RMC Sport წერს, რომ მესის პსჟ და აწ უკვე რონალდოს „ალ ნასრი“ მალე ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან. მართალია, ჯერ ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ თამაში იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება.
ეს გუნდები გასული წლის იანვარში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს პარიზელთა ტურნეს ფარგლებში, მაგრამ მაშინ კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა.
მესისა და რონალდოს ერთმანეთში 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშიათ. მაშინ პორტუგალიელის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში 3:0 დაამარცხა „ბარსელონა“. თავად კრიშტიანომ კი დუბლი შეასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings