შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდები დაწყვილდნენ.
მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ჯგუფში ერთად მყოფი და ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ ხვდებიან.
წილისყრის შედეგად, როგორც მსოალოდნელი იყო, რამდენიმე საინტერესო წყვილი მივიღეთ, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეულია პსჟ-“მანჩესტერის” დაპირისპირებაა, ანუ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ორი გენიოსის მესისა და რონალდოს დაპირისპირებას კვლავაც ვიხილავთ.
საინტერესო წყვილია მადრიდის “ატლეტიკო” და მიუნხენის “ბაიერნი”. ამ წყვილში ფავორიტად, ალბათ მაინც “რეკორდმაისტერი” მიიჩნევა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ბენფიკა – რეალი
ვილეარეალი – სიტი
ატლეტიკო – ბაიერნი
ზალცბურგი – ლივერპული
ინტერი – აიაქსი
სპორტინგი – იუვენტუსი
ჩელსი – ლილი
პსჟ – მანჩესტერი
აქვე შეგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს: სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩები 15/16 და 22/23 თებერვალს, განმეორებითი მატჩები კი, 8/9 და 15/16 მარტს გაიმართება.
წყვილში პირველი გუნდები პირველ მატჩს შინ გამართავენ, განმეორებითს კი სტუმრად.
GIPHY App Key not set. Please check settings