არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატზე ბურთით სირბილის მხრივ ლიდერია.
35 წლის ფეხბურთელმა 4 თამაშში ბურთთან ერთად 1.187 კმ ირბინა – ყველაზე მეტი.
ხუთეულში მოხვდნენ პედრი (ესპანეთი, 972 მ), კრისტიან პულიშიჩი (აშშ, 965), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, 917) და ფრენკი დე იონგი (ნიდერლანდები, 898).
რეიტინგის შედგენისას არ გაუთვალისწინებიათ ცენტრალური მცველების მაჩვენებლები.
GIPHY App Key not set. Please check settings