in

მესი ბარსაში ორი წელიც ითამაშებს და მერე ამერიკაში წავა

„ბარსელონას“ კაპიტნის ლეო მესის მამამ ხორხემ პსჟ-სთან მოლაპარაკებისას პოზიცია გააჟღერა, რომ ლეო ორი სეზონი კატალონიაში გაატარებს და შემდეგ აშშ-ში, დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამის“ შეუერთდება. ხორხე მესის პსჟ-ს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, მაგრამ გააუქმა „ბარსას“ პრეზიდენტად ჟოაო ლაპორტას გამარჯვების გამო.

რადიოსადგურ Cadena Ser-ის ჟურნალისტმა ხოსე ანტონიო პონსეტიმ მოყვა, რომ ხორხე მესის მოლაპარაკებები დომინიკის რესპუბლიკაში, ცნობილი მომღერლის ხულიო იგლესიასის სახლში უნდა ეწარმოებინა.

ჟურნალისტმა უფროსი მესის სავარაუდო ციტატაც მოიყვანა, რაც მოლაპარაკებებისას უნდა ეთქვა: „რაც არ უნდა მოხდეს, ლეო ორ სეზონს ბარსელონაში ითამაშებს და მერე მაიამიში წავა“.

პონსეტი მესის „ნოუ კამპზე“ დარჩენის შესაძლებლობას 50%-ად აფასებს.

მესის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: სპორტული არხის წამყვანს პირდაპირ ეთერში დეკორაცია დაეცა

იუვენტუსს რონალდო აღარ უნდა?