in

მესიც კაცი ყოფილა: კორონა ლეომდეც მივიდა

ფეხბურთის არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის კორონავირუსი დაუდასტურდა. პსჟ-ს პრესსამსახურის ცნობით, გუნდის 4 ფეხბურთელია ინფიცირებული და მათ შორის მესიცაა.

პარიზელთა გუნდის ინფიცირებულები არიან: ხუან ბერნატი, სერხიო რიკო და ნათან ბიტუმაზალია.

პსჟ-ს ქომაგები არგენტინელ ვარსკვლავს ბევრს აკრიტიკებდნენ, რომ საახალწლო დღეებში არაერთ ხალხმრავალ წვებულებაზე იმყოფებოდა, რომლის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც სოციალურ ქსელში ქვეყნებოდა.

მესი ამჯერად იზოლაციაშია და კლუბში მის დაბრუნებას 10 იანვრისთვის ელოდებიან.
ბრაზილიაშია პსჟ-ს კიდევ ერთი ლიდერი ნეიმარი. ხალხმრავალ წვეულებებს არც ნეიმარი მოკლებია, მაგრამ როგორც ჩანს ბრაზილიელი ვირუსს გადაურჩა. პარიზში ნეიმარის დაბრუნებასაც 9 იანვრისთვის ელიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი, ბარსა და იუვე წელს სუპერლიგის აღორძინებას აპირებენ

რეალი შვებულებაში ჩარჩა, ბარსამ ისტორიული თამაში მოიგო – XIX ტური