ლეო მესის მაისურების კოლექცია აუქციონზე გაყიდეს.
ნოემბერში, ნიუ-იორკის „სოთბის“ აუქციონზე სავაჭროდ გაიტანეს 6 მაისური, რომლითაც ფეხბურთელმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო მესის ორი მაისური, რომლითაც ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ასევე 1/8 ფინალის, ¼ ფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის პირველი ტაიმის მაისურები.
ვაჭრობა ხუთშაბათს დასრულდა, თანხამ შეადგინა 7 803 000 დოლარი. აღნიშნავენ, რომ განაცხადი გაკეთდა დროის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე. მანამდე კი აუქციონმა მხოლოდ სამი განაცხადი მიიღო, თანხა კი 6.5 მლნ დოლარს არ აღემატებოდა.
ამბობენ, რომ თანხის ნაწილს ქველმოქმედებაზე დახარჯავენ.
სპორტთან დაკავშირებით ყველაზე ძვირიან ნივთად რჩება მაიკლ ჯორდანის მაისური, რომელიც 1998 წლის ფინალის პირველი მატჩის დროს ეცვა. ის აქუციონზე 8.1 მლნ ფუნტად გაიყიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings