in

მესის 25 მილიონს გადაუხდიან… დასვენებაში

ცნობილი გახდა ლეო მესის საუდის არაბეთთან კონტრაქტის დეტალები.

საუდეთის ტურიზმის სამინისტრომ და არგენტინელმა ფეხბურთელმა შეთანხმება გააფორმეს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის იერის გაუმჯობესებას.

2022 წლის მაისში მესი პირველად ჩავიდა საუდის არაბეთში. წითელ ზღვაზე დასვენებისას მან ინსტაგრამზე ფოტო დადო. მიიჩნევენ, რომ ამის შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა, ამ ვიზიტმა კი მესის დაახლოებით 2 მილიონი დოლარი მოუტანა.

The New York Times-ის ინფორმაციით, მესი დაახლოებით 25 მილიონ დოლარს მიიღებს 3 წლის განმავლობაში ამ კონტრაქტით.

საუბარია კომერციულ აქტივობებში მონაწილეობაზე, სოცქსელებში პოსტებზე და ანაზღაურებად შვებულებაზე საუდის არაბეთში, რომელიც ლეომ ოჯახთან ერთად უნდა გაატაროს. მესიმ ფოტოებიც უნდა გააზიაროს და ჰეშტეგით მონიშნოს.

კონტრაქტში აი ასეთი პუნქტებია:

დაახლოებით 2 მილიონი დოლარი – მინიმუმ ერთხელ წელიწადში 5-დღიანი ან წელიწადში ორჯერ 3-დღიანი შვებულება. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებას და ხარჯებს ოჯახის 20 წევრამდე შემადგენლობით ქვეყნის მთავრობა გაიღებს.

კიდევ 2 მილიონი დოლარი – საუდის არაბეთის გაპიარება სოცქსელებში წელიწადში 10-ჯერ.

კიდევ დაახლოებით 2 მილიონი დოლარი – საუდის არაბეთში ყოველწლიურ ტურისტულ კამპანიაში მონაწილეობა.

კიდევ 2 მილიონი დოლარი – ქველმოქმედებისა და საჯარო გამოსვლებისთვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ჰოლანდის გოგოა, ისიც თამაშობდა: რას აკეთებს ახლა

ვიყავით გუნდი და ამ გუნდმა საოცრება შეძლო: საქართველოს ფრენბურთის ქალთა ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა