ლეო მესის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს ფეხურთელისთვის თავში ჩარტყმისთვის.
ბუნუ – „სევილიას“ მეორე მეკარეა პალოპის შემდეგ, რომელმაც 2+ პენალტი მოიგერია ლა ლიგის სეზონში.
რაულს კორონავირუსი შეეყარა. ის „კასტილიის“ მომდევნო მატჩშ გამოტოვებს.
ედეგორმა „რეალს“იჯარით გაშვება სთხოვა.
„ტოტენჰემს“ აინტერესებს „საუთჰემპტონის“ ბომბარდირი ინგზი. მას 7 გოლი აქვს 13 მატჩში. ინგზი ერთ დროს „ლივერპულში“ იყო.
პეპ გვარდიოლა: „ზამთარში „სიტი“ არავის არ აიყვანს“.
„ლესტერის“ ნახევარმცველმა მედისონმა პირველად გაიტანა პრემიერლიგის ზედიზედ 3 მატჩში.
აბრამოვიჩის ეპოქაში მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც „ჩელსიმ“ 19 ტურის შემდეგ უფრო ნაკლები ქულა მოაგროვა, ვიდრე ახლა. მაშინ მოურინიო 16 თამაშის შემდეგ გაუშვეს.
ვერნერი 11 მატჩია ვერ იტანს პრემიერლიგაში. მას მხოლოდ 1 გოლი აქვს „ჩელსის“ ბოლო 16 თამაშში.
„ჩელსიმ“ 50 გოლი გაუშვა გასვლით მატჩებში გასული სეზონიდან მოყოლებული. უფრო მეტი გაშვებული მარტო „ნიუკასლს“ აქვს.
„ჩელსის“ 2 მოგება აქვს ჩემპიონატის ბოლო 8 შეხვედრაში.
„ტორინომ“ მთავარ მწვრთნელად „ჯენოას“ ყოფილი თავკაცი დავიდე ნიკოლა დანიშნა.
ჰუნტელაარი „შალკეში“ დაბრუნდა. 37 წლის ფორვარდმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ანდრეი შევჩენკო უკრაინის შესახებ ევრო 2020-ზე: „ამოცანა-მინიმუმი – ჯგუფიდან გასვლაა“.
GIPHY App Key not set. Please check settings