in

მესის 1000, მე-9, 22-ე, მე-8 და პირველი

არგენტინა მუნდიალის ¼ ფინალშია, ბოლო 5 ჩემპიონატზე მე-4-ედ. 1/8 ფინალში ავსტრალიის დამარაცხებაში (2:1) თავისი წვლილი ლეო მესიმაც შეიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა და ისედაც კარგად ანაწილებდა თამაშს.
გარდა ამისა, მესიმ მორიგი მიღწევები დააფიქსირა.

მესი დაეწია რონალდოს ტოპ ტურნირებზე გოლების რაოდენობით. ორივეს 22 გოლი აქვს მსოფლიო ჩემპიონატებსა და ევრო/კოპაზე.

მესიმ მე-9 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე, რონალდოს და მარადონას ერთით ნაკლები აქვთ. კლოზეს რეკორდამდე კი მთელი 7 ბურთია.

მესიმ პირველად გაიტანა მუნდიალის პლეი-ოფში. ეს მისი მე-5 ჩემპიონატია.

მესი ავსტრალიასთან შეხვედრაში საუკეთესოდ მიიჩნიეს. მან ეს პრიზი მე-8 მიიღო – ეს კი მუნდიალების რეკორდია.

მესის 145 (94+15) ქულა აქვს ნაკრებში ჩატარებულ 169 მატჩში.

ლეო მესიმ კარიერაში მე-1000 მატჩი ითამაშა.
პირველი მატჩი ლეომ 2003 წელს ითამაშა. 19-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 789 გოლი გაიტანა (ავსტრალიასთან გოლის ჩათვლით) და 338 საგოლე პასი მისცა.
მესიმ 778 მატჩი „ბარსელონაში“ ითამაშა და 53 პსჟ-ში. არგენტინის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 169 თამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა დაბრუნდა, შოუც დაბრუნდა

ვინ დაარტყა ყველაზე მაგრად: მესის გოლი ათეულშია