in

მესის სახლის ძარცვა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს: ლეომ კლასიკოს ტელევიზორში უყურა და ხალხის ხმა ესმოდა

ლეო მესის სახლის გაძარცვას შეეცადნენ.

ბოროტმოქმედების მცდელობის შესახებ ამბავი პროგრამა Y ahora Sonsoles-ში თქვეს.

ინციდენტი გუშინ ღამე მოხდა ქალაქ კასტელდეფელსში, რომელიც ბარსელონადან 20 კმ-შია. ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე შავებში ჩაცმული ორი ადამიანი ფეხბურთელის ბაღში შევიდნენ, მაგრამ სახლში ვერ შეაღწიეს. მათ იქაურობა პოლიციის მისვლამდე დატოვეს.

დამნაშავეები ვიდოესათვალთვალო კამერამ გადაიღო.

რადგან მესიზე ვსაუბრობთ, ბარემ ესეც ვთქვათ.

ლეომ ამასწინანდელ კლასიკოს ტელევიზორში უყურა, რომელშიც „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა. მე-10 წუთზე გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „მესი! მესი!“.
ამბობენ, რომ ეს წამოძახილი „ბარსას“ ბოსების დაორგანიზებული იყო.
La Vanguardia-ის მონაცემებით, ლეომ ამას ტელევიზორში უყურა და ესმოდა კიდეც ხალხის შეძახილები.

ისე კი, თასის ½ ფინალში კლასიკოს 5.5 მლნ ესპანელმა უცქირა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 12%-ია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის ფასი გაიზარდა: ის ლიგა 2-ში უძვირესია, ქართველებში კი მესამეა

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი წავა