ლიონელ მესიმ პსჟ-ს ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 34 წლის არგენტინელი ვარსკვლავი “პარკ დე პრენსის” საპრესკონფერენციო დარბაზში კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ წარუდგინა.
“ეს ჩვენი კლუბისთვის ისტორიული მომენტია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლიონელ მესი წარვადგინო, როგორც პსჟ-ს ფეხბურთელი. ეს ისტორიული მომენტია ჩვენი კლუბისათვის. მესი ფეხბურთის მაგიაა”, – განაცხადა ნასერ ალ ხელაიფიმ.
“მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს კეთილი სიტყვებისთვის. მიხარია, რაც ხდება. იოლი არ იყო “ბარსელონას” დატოვება, რადგან ამ კლუბში მრავალი წელიწადი გავატარე. არ იყო ადვილი, მაგრამ როდესაც აქ მოვედი, კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა.
პარიზში მე და ჩემმა ოჯახმა პირველივე წუთებიდან ვიგრძენით კომფორტი. ახლა ჩემი ერთადერთი სურვილი ისაა, მალე დავიწყო ვარჯიში. მსურს კლუბს მადლობა გადავუხადო თბილი მიღებისთვის.
კვლავაც მწყურია თამაში და გამარჯვებები. ზუსტად ისე, როგორც კარიერის დასაწყისში. ეს არის კლუბი, რომელიც შეძლებს ტიტულებისა და ჯილდოების მოპოვებას. აი, ამიტომ მოვედი აქ. ჩვენ ამას განვახორციელებთ”, – ეს ლეოს პირველი პარიზული სიტყვებია.
ლეო მესი: კლუბის ხედვები ჩემს ამბიციებს ემთხვევა
GIPHY App Key not set. Please check settings