in

მესის პირადი ინტერვიუ: სვამს სპრაიტიან ღვინოს, ტირის ფილმებზე, ტკბება მარტოობით – ეს არის ყველაფერი

ლიონელ მესი ხშირად არ იძლევა გულახდილ ინტერვიუებს: ზოგჯერ მისი მოკრზალებულობა უშლის ხელს, ზოგჯერ კი ენობრივი ბარიერი. ამ ფონზე არგენტინულ სტრიმინგ პლატფორმა Luzu TV-სთან საუბარი გამორჩეულია, რადგან ლეომ პირადი ცხოვრების შესახებ რამდენიმე დეტალი გაამხილა.

მარტოობაზე: „გულწრფელად რომ ვთქვა, მეც მაქვს ჩემი უცნაურობები. ძალიან მომწონს მარტო ყოფნა, მსიამოვნებს მარტო ყოფნა. სახლის აურზაური, სადაც სამი ბიჭი დარბის, ზოგჯერ შეიძლება დამღლელი იყოს და მიყვარს დროის მარტო, ჩუმად გატარება“.

ფსიქოთერაპიაზე: „გავიარე პერიოდი, როდესაც ამას მივმართე. ეს ბარსელონაში გავაკეთე. შემდეგ კი შევწყვიტე… მიდრეკილი ვარ, რომ ყველაფერი ჩემთვის შევინახო, პრობლემებს მარტო გავუმკლავდე“.

მოედანზე მისი პიროვნების ცვლილებაზე: „ჩემსი იღვიძებს შეჯიბრებითობა და სიფიცხეს. ბევრ რამეს ვაკეთებ და შემდეგ უკან რომ ვიხედები, ვფიქრობ: „რა სისულელეა!“

სოციალურ მედიაზე: „ზოგჯერ მინდა ვინმეს გამოწერა გავაუქმო, მაგრამ არ ვაკეთებ, რადგან ვიცი, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს ამან. ყველა ამ სისულელეს შედეგები მოჰყვება. არ მიყვარს, როცა ფეხბურთის გარდა სხვა კონტექსტში მომიხსენიებენ“.

კრიტიკაზე: „ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტში მე ვარ საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი. ვიცი, როდის ვაკეთებ რაღაცას სწორად და როდის არა“.

ასტროლოგიაზე: „მე კირჩხიბი ვარ, მაგრამ ამაში საერთოდ ვერ ვერკვევი. ანტონელამ ცოტა მეტი იცის. მისი მამაც კირჩხიბია და ის მუდმივად გვადარებს ერთმანეთს.“

რომანტიკასა და ემოციურობაზე: „ანტონელა ამაში ჩემზე ბევრად უკეთესია. მე ბევრად… ბევრად უფრო ცივი ვიყავი. სანამ არ დადგა მომენტი, როდესაც ვუთხარი: მე აღარ ვარ ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი. მიყვარს საყვარელ ადამიანებს კარგად და ბედნიერად ვაგრძნობინო თავი. დიდად ემოციური არ ვარ, მაგრამ მგრძნობიარე ვარ. ხანდახან ვტირი ფილმების ყურებისას, განსაკუთრებით რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმების“.

წესრიგისადმი აკვიატებაზე: „არ მომწონს, როცა ხალხი ჩემს ნივთებს ეხება. უნდა ვიცოდე, სად არის. ბავშვობიდან ასეთი ვარ. ჩემი ვაჟები, ტიაგო და ჩიროც ასევე არიან“.

ცეკვასა და ალკოჰოლზე: „ალკოჰოლი არ მიყვარს, მაგრამ ცეკვისთვის ცოტა ნასვამი უნდა ვიყო. როცა შემიძლია დალევა, ღვინოს ვსვამ. ან ღვინოს სპრაიტთან ერთად, რომ უფრო სწრაფად იმოქმედოს, ჰა-ჰა.

მშობლიურ ქალაქ როსარიოში მოგზაურობის შესახებ: „მე მიყვარს ეს ადგილი. მიყვარს იქ ჩასვლა არდადეგებზე, იქ ყოფნა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სახლიდან თითქმის არ გავდივარ. დედასთან, ძმასთან დავდივარ, მაგრამ სახლიდან სახლში გადავდივარ. მომწონს, რადგან ოჯახთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ვარ. ჩემთვის ეს საუკეთესოა. განსაკუთრებით დეკემბერში. იცით, ამ დროს ადამიანებს სხვა ენერგია აქვთ, სხვა ატმოსფერო. დეკემბერი, როგორც ჩანს, სილამაზეზეა დამოკიდებული. ზაფხული (არგენტინაში დეკემბრიდან თებერვლამდეა), სიცხე – მსიამოვნებს“.

ბიზნესმენობაზე: „მე გარშემორტყმული ვარ ადამიანებით, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. მაგრამ დგება დრო, როდესაც მეტზე უნდა იფიქრო. ეს ჩემთვის რაღაც ახალია. არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ჩემთან ერთად მუშაობენ და მე მათ ძალიან ვენდობი. ყველაფერს გარედან ვაკვირდები“.

სიახლეებსა და შოუბიზნესზე: „მომწონს ჭორები. დედაჩემივით ვარ, რომელსაც ეს ყველაფერი უყვარს. ანტონელა დიდად არ არის გატაცებული ამით. მაგრამ მე უბრალოდ მინდა, რომ სიახლეები ვიცოდე. ეს დედაჩემისგან მომდის, ის ამ ტიპის რაღაცეების მოყვარულია“.

ენობრივი ბარიერის შესახებ: „სხვა ენების არცოდნა ყველაზე მეტად უხერხულია. უცნაურად ვგრძნობ თავს, არ მომწონს. თუმცა ვფიქრობ, რომ შემიძლია ინგლისურად საუბარი“.

ხელოვნურ ინტელექტზე: „არა, ჯერ ვერ მივხვდი, ჰა-ჰა. მაგრამ ანტონელა ამაზე მუდმივად საუბრობს“.

საფირმო ფინტების შესახებ: „ყველაფრის გაკეთება შემიძლია. მაგრამ არასდროს გამომიყენებია, არ მომწონს. ბავშვობაში უფრო ვთამაშობდი ფინტებით, მაგრამ მატჩების დროს არ ვაკეთებ.“

მომავალზე: „გულწრფელად რომ ვთქვა, საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ. მომწონს მენეჯერობის იდეა, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მომიწს, გუნდის მფლობელობას ვამჯობინებ. შესაძლებლობა მქონდეს საკუთარი კლუბი და თავიდანვე განვავითარო იგი, ახალგაზრდა მოთამაშეებს და სხვებს მივცე განვითარებისა და მნიშვნელოვანი რამის მიღწევის შესაძლებლობა. სწორედ ეს მიზიდავს ყველაზე მეტად“.

პოტენციურ ტროფეებზე: „ღმერთმა ბევრად მეტი მომცა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. როდესაც შეუძლებელი ჩანდა, არგენტინასთან გამარჯვებები მოვიდა, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. ჯერ კოპა ამერიკა და ვუთხარი საკუთარ თავს: კარგი, უკვე რაღაც მოვიგე და შემდეგ იყო კატარი. ტრიბუნაზე ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული ჟესტი სწორედ ამაზე იყო: „ეს არის ყველაფერი“. უზომოდ მადლიერი ვარ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სენტ ეტიენი ზურიკოში 15 მილიონს ითხოვს

კვარას მე-6 ტიტული პარიზში: ხვიჩამ საფრანგეთის სუპერთასიც მოიგო