ჯორჯო კიელინი აინტერესებს MLS-ის „ცინცინატს“. მცველი შესაძლოა „იუვენტუსიდან“ უფასოდ წავიდეს.
„ლესტერი“ დაინტერესებულია აბრაჰამით. „ჩელსი“ ფორვარდს 40 მლნ ფუნტად აფასებს.
„ნაპოლიმ“ შესაძლოა გაიფორმოს ლამელა, დე პაული ან ძაკანია თუ ინსინიე წავა.
სერხიო აგუეროს ხელფასი „ბარსელონაში“ 10 მლნ ევროზე დაბალი იქნება. მემფის დეპაის კი 2-3 წელზე გათვლილი კონტრაქტი შეთავაზეს.
„ბრიუგემ“ ბელგიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო და ისტორიაში მე-17-ედ.
„ჩელსის“, „მილანს“, „ტოტენჰემს“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ „მანჩესტერელი“ ჰენდერსონი აინტერესებთ.
მბაპეს სურს „რეალში“ ითამაშოს იმის მიუხედავად დარჩება თუ არა ზიდანი.
ზიდანი პერესს მომდევნო კვირაში შეხვდება და აცნობებს, დარჩება თუ არა „რეალში“.
„ტოტენჰემი“ დაინტერესდა გატუზოთი. კლუბის პრეზიდენტი ლევი შთაბეჭდილებების ქვეშაა „ნაპოლის“ თამაშით და ჯენაროს იდეებით ცალკეულ მატჩებში.
ტერ შტეგენს მუხლზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.
„სლავიამ“ ოქროს დუბლი შეასრულა, 4 წელიწადში 3-ჯერ დაისაკუთრა ჩეხეთის თასი.
ფრენკ ლემპარდი „ვესტ ბრომვიჩის“ მწვრთნელის პოსტზე კანდიდატია.
„რომა“ მზადაა ბელოტის წელიწადში 3.5 მლნ ევრო უხადოს. „ტორინოს“ კაპიტანში 30 მლნ ევროს მიღება სურს.
პსჟ-ს ნახევარდაცვის გადაწყობა მოუნდა. პოჩეტინოს ვეინალდუმი აინტერესებს.
ლეო მესის მამა და ძმა „ბარსას“ ფორვარდს პსჟ-ში გადასვლისკენ ექაჩებიან (Le Parisien).
ფიფამ იცოდა სუპერლიგის ჩაშვების შესახებ, ინფანტინოს ხალხი დამფუძნებელ-კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ (The New York Times).
GIPHY App Key not set. Please check settings