in

მესის ოჯახი ბავშვებისთვის სკოლას ეძებს – პარიზში

ესპანელი ჟურნალისტი ანდი ონრუბია რამოსი Directo Gol-ის ეთერში ირწმუნება, რომ ლეო მესი უკვე შეიძლება პსჟ-ს ფეხბურთელად მივიჩნიოთ.

მესი და პსჟ მალე გაოფიციალურდება: 2-წლიანი კონტრაქტი, 19-ნომრიანი მაისური და 40 მილიონი წელიწადში

„შეთანხმება მესისა და პსჟ-ს შორის ფაქტობრივად ხელმოწერილია. ოჯახი უკვე ეძებს სკოლას ბავშვებისთვის“.

მანამდე Marca ამტკიცებდა, რომ პსჟ-ს არ ჰქონდა მესისთვის საკმარისი ფული და რომ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევდა. წამსვლელთა სიაში მოიაზრებიან იკარდი, სარაბია, ერერა, ნავასი, რიკო, კერერი, დანილო, კურზავა და კონტრაქტგაგრძელებული დი მარიაც კი. ამასთან, ხელმძღვანელობა აპირებს კილიან მბაპე გააჩეროს.

მესის სამი შვილი ჰყავს: ტიაგო (2012 წელს დაბადებული), მატეო (2015) და ჩირო (2018).

ლეომ მთელი კარიერა „ბარსელონაში“ გაატარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თქმაც რად უნდა: აშშ ისევ ოლიმპიური ჩემპიონია

1 მოგება, 1 გაუქმებული მოგება და 2 წაგება: გოგიტა არქანია ჯგუფიდან ვერ გავიდა