in

მესის და მბაპეს რეკორდები: საინტერესო ფაქტები ფინალზე

მსოფლიო ჩემპიონატი დიდებული ფინალით დასრულდა. არგენტინა, რომელიც თითქოს მშვიდად უგებდა საფრანგეთს, პრობლემები მაინც შეიქმნა. ფრანგებმა ორ წუთში გაუყაიმეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. აქ ჯერ მესიმ დააწინაურა არგენტინა, მაგრამ მბაპემ კიდევ ერთხელ გაათანაბრა. პენალტების სერიაში კი არგენტინელებმა ისევ იმარჯვეს.

ფინალი

არგენტინა – საფრანგეთი 2:2, დდ 3:3, პენ 4:2
18.12. ლუსაილი. “ლუსაილ აიკონიკი”. 88 966 მაყურებელი

გოლები: 1:0 მესი (23-პენ), 2:0 დი მარია (36), 2:1 მბაპე (80-პენ), 2:2 მბაპე (81), 3:2 მესი (109), 3:3 მბაპე (118-პენ)

პენალტების სერია: 0:1 მბაპე, 1:1 მესი, 1:1 კომანი (მეკარე), 2:1 დიბალა, 2:1 ჩუამენი (ააცილა), 3:1 პარედესი, 3:2 კოლო მუანი, 4:2 მონტიელი

არგენტინა (4-1-2-3): ემილიანო მარტინესი – მოლინა (91. მონტიელი), რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო (102+2. დიბალა) – ენცო ფერნანდესი – დე პაული (102. პარედესი), მაკ ალისტერი (116. პეცელა) – მესი, დი მარია (64. აკუნია), ხულიან ალვარესი (102. ლაუტარო მარტინესი)

საფრანგეთი (4-1-2-3): ლორისი – კუნდე (120+1. დისასი), ვარანი (113. კონატე), უპამეკანო, თ. ერნანდესი (71. კამავინგა) – ჩაუმენი – გრიზმანი (71. კომანი), რაბიო (96. ფოფანა) – დემბელე (41. კოლო მუანი), მბაპე, ჟირუ (41. ტურამი)

არბიტრი: შ. მარცინიაკი (პოლონეთი)

არგენტინამ მესამედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

სკალონიმ არგენტინის ნაკრებში მე-3 ტროფეი მოიგო. მან გუნდი 2018 წელს ჩაიბარა.

სკალონი: „ამაყი ვარ და შვებას ვგრძნობ. ეს ისტორიული მომენტია“.

35 წლის მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან ტურნირი მოიგო და 7 გოლი გაიტანა.

ემილიანო მარტინესი მუნდიალის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

მესი და მბაპე შედეგიანი მოქმედებების მხრივ ლიდერები არიან. მათ 10 ქულა აქვთ – 7+3 და 8+2. ორმა ფეხბურთელმა 10+ ქულა პირველად მოაგროვა 1970 წლის შემდეგ.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მბაპე გახდა – 8 გოლით.

მბაპემ 4 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში (1 გოლი 2018 წლის ფინალში). ეს რეკორდია.

მესიმ მარადონას გაასწრო, მოიგო რა მე-3 ტროფეი ნაკრებში. ლეოს მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა და ფინალისიმა (ეს ახალი გათამაშებაა, არც თამაშდებოდა მარადონას დროს).

საფრანგეთმა 4-დან 2 ფინალი წააგო. 2006 წელს იტალიასთანაც პენალტების სერიაში დათმო.

მესიმ 42-ე ტროფეი მოიგო კარიერაში.

მბაპეს ჰეთ-თრიქი – მეორეა მუნდიალების ფინალში. ინგლისელმა ჰერსტმა გაუტანა გერმანიას 1966 წელს.

23 წლის მბაპეს 12 გოლი აქვს მუნდიალებზე. კლოზეს რეკორდამდე სულ რაღაც 4 გოლი რჩება.

საფრანგეთმა პირველი ორი ზუსტი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში ფინალში.

მბაპემ 94 წამის განმავლობაში 2 გოლი გაუტანა არგენტინას – მე-80 და 81-ე წუთებზე.

საფრანგეთმა არგენტინას პირველად 68-ე წუთზე დაურტყა.

დი მარია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის, ოლიმპიადის და საკონტინენტაშორისო პირველობის ფინალებში გოლი გაიტანა.

მესიმ ისტორიაში პირველმა გაიტანა გოლი ჯგუფურ ეტაპზე, 1/8, ¼, ½ და ფინალში.

საფრანგეთმა მუნდიალის 4 ფინალში პირველად გაუშვა გოლი პირველმა.

მესიმ ლოთარ მათეუსის რეკორდი გააუმჯობესა. ლეომ 26 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატებზე.

არგენტინამ ამ მუნდიალზე სარეკორდო, 5 პენალტი დაარტყა. მესიმ 4 გაიტანა და 1 გააფუჭა. არგენტინამ გააუმჯობესა პორტუგალიის და ნიდერლანდების მიღწევა. 1966-ში ეუსებიომ და 1978 წელს რენსენბრინკმა 4-4 პენალტი გაიტანეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მინდა ჩემპიონები გავხდეთ, მარადონამ კი ციდან ლეოს უქომაგოს: მესის შვილმა წერილი დაწერა – ფოტო

172 გოლი: ყატარის მუნდიალი ყველაზე შედეგიანია ისტორიაში