მას შემდეგ, რაც არგენტინელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლეო მესი “პსჟ”-ში ჩაირიცხა, პარიზულ კლუბს სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე რეკორდული რაოდენობის გამომწერები მოემატა.
10 აგვისტოს დილით “პსჟ”-ს ინსტაგრამ გვერდს 19 მილიონი გამომწერი ჰყავდა, მას შემდეგ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეო მესი პარიზულ გრანდში ჩაირიცხა. 11 აგვისტოს მონაცემებით, პსჟ-ს სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე 43 მილიონი გამომწერი ჰყავს.
24 საათის განმავლობაში პარიზული კლუბის სოციალურ ქსელს 24 მილიონი გამომწერი მიემატა.
GIPHY App Key not set. Please check settings