ლეო მესიმ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
Ole წერს, რომ არგენტინელს რამდენიმე წინადადება აქვს, ზოგი ბოლო დღეებისაა.
არის ამერიკული „ინტერ მაიამის“ ვარიანტიც, რომელიც თავად ლეოს ყოველთვის იზიდავდა.
ამბობენ, რომ პსჟ-ს ფორვარდის წაყვანას ევროთასებზე მოთამაშე ინგლისური კლუბი ცდილობს.
მესი კი „ალ ჰილალში“ გადასვლისკენ იხრება.
Foot Mercato ამბობს, რომ ფეხბურთელი „ბარსელონას“ და საუდის არაბეთის გუნდს შორის ირჩევს. ერ-რიადის კლუბმა 2-წლიანი კონტრაქტი და… 1.2 მილიარდი ევრო შეთავაზა.
წელიწადში 600 მლნ ევროიანი ხელფასით მესი ყველზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება. მისი წარმომადგენელი მამა და ძმა ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს საკომისიოს მიიღებენ.
ამტკიცებენ, რომ ხორხე მესიმ წინადადება უკვე მიიღო, ფეხბურთელი კი ჯერ იმოდევნებს, რომ „ბარსა“ რაიმეს იზამს.
აი „ბარსას“ კი ჯერაც არ გაუგზავნია საკონტრაქტო წინადადება.
Mundo Deportivo ამბობს, რომ ხორხე მესიმ თქვა, რომ მის შვილს სურს მომავალზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მიიღოს.
ფეხბურთელს კი აქვს „ბარსადან“ ზეპირი პირობა მიღებული, მაგრამ დიდხანს მოცდა არ შეუძლია და კონკრეტული გარანტიები სურს.
GIPHY App Key not set. Please check settings