ლეო მესის MLS-ში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს.
MLS-ის ფეხბურთელების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, არგენტინელის ხელფასი 12 მილიონი დოლარია წელიწადში, ხოლო გარანტირებული გადახდები 20 მილიონს აჭარბებს.
საშუალო წლიური გარანტირებული კომპენსაცია ითვალისწინებს ხელფასს და ყველა გარანტირებულ ბონუსს, რომლის მოცულობა იყოფა კონტრაქტის ხანგრძლივობაზე. ასევე გათვალისწინებულია ნებისმიერი გადახდა, რაც დაკავშირებულია მარკეტინგთან და აქვეა აგენტების ფულიც. ამასთან, არ ითვალისწინებენ ბონუსებს, რომელიც უკავშირდება გუნდის შედეგებს, რადგან ის შესაძლოა საერთოდ ვერ აიღონ.
ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულში შედიან:
- ლიონელ მესი («ინტერ მაიამი») – 12 000 000 დოლარი.
- სერჟი ბუსკეტსი («ინტერ მაიამი») – 8 499 996 დოლარი.
- ლორენცო ინსინიე («ტორონტო») – 7 500 000 დოლარი.
- ჯერდან შაქირი («ჩიკაგო») – 7 350 000 დოლარი.
- ემილ ფორსბერგი («ნიუ-იორკ რედ ბულსი») – 5 405 000 დოლარი.
- ექტორ ერერა («ჰიუსტონ დინამო») – 4 750 000 დოლარი.
- სებასტიან დრიუსი («ოსტინი») – 4 500 000 დოლარი.
- კრისტიან ბენტეკე («დი სი იუნაიტედი») – 4 250 000 დოლარი.
- კარლეს ჰილი («ნიუ-ინგლენდ რევოლუშენ») – 4 000 000 დოლარი.
- ჰანი მუხტარი («ნეშვილი») – 3 800 000 დოლარი.
საშუალო გარანტირებული კომპენსაციის ტოპ 10 მოხვდნენ:
- ლიონელ მესი («ინტერ მაიამი») – 20 446 667 დოლარი.
- ლორენცო ინსინიე («ტორონტო») – 15 400 000 დოლარი.
- სერჟი ბუსკეტსი («ინტერ მაიამი») – 8 774 996 დოლარი.
- ჯერდან შაქირი («ჩიკაგო») – 8 153 000 დოლარი.
- სებასტიან დრიუსი («ოსტინი») – 6 722 500 დოლარი.
- ფედერიკო ბერნარდესკი («ტორონტო») – 6 295 381 დოლარი.
- ემილ ფორსბერგი («ნიუ-იორკ რედ ბულსი») – 6 035 625 დოლარი.
- ექტორ ერერა («ჰიუსტონ დინამო») – 5 246 875 დოლარი.
- ჰანი მუხტარი («ნეშვილი») – 5 211 667 დოლარი.
- კარლეს ჰილი («ნიუ-ინგლენდ რევოლუშენ») – 4 452 083 დოლარი.
GIPHY App Key not set. Please check settings