in

მესის ავტოპარკი: რითი დადის ყველაზე დიდი არგენტინელი

დღეს საღამოს, მადრიდში ელ კლასიკოა. სანამ თამაში დაიწყება, მის მთავარ მოქმედ გმირს სხვა მხრივ შევხედოთ. მესი და მანქანები.

რეალი vs ბარსელონა: მატჩის წინ – პროგნოზი

ლეო მესი მოკრძალებული ბიჭია და დიდად არ აფიშირებს პირად ცხოვრებას, მაგრამ მაინც არის მასზე გარკვეული ინფორმაცია და ახლა ვნახოთ რა მანქანებით დადის მსოფლიოს ყველა დროის გამორჩეული ფეხბურთელი.

დიდი ხანი არ არის, რაც მესიმ ცხოვრებაში ყველაზე ძვირადღირებული ავტო შეიძინა. ეს გახლავთ ძველი, 1957 წლის Ferrari 335 S Spider. ეს ისედაც მთელ მსოფლიოში „ფერარის“ კოლექციაში ყველაზე ძვირი ავტოა. ის აუქციონზე იყიდა, რომელშიც რონალდოც მონაწილეობდა, მაგრამ მესიმ აჯობა და 32 მილიონ დოლარად წაიყვანა შინ.

ერთ-ერთი პირველი, რაც ლეომ იყიდა Lexus IS-F იყო. მაშინ ამ მანქანის ფასი 75 ათასი დოლარიდან იწყებოდა.

არც ისე შორეულ წარსულში მესიმ Ferrari F430 Spider შეიძინა 255 ათას დოლარად. ეს ლამაზმანი იშვიათი ფერის ნაცრისფერია, 315 კმ/სთ-ს ავითარებს.

ლეოს ყავს Maserati, რომელიც ოდესღაც ამ მარკის კოლექციაში უსწრაფესად მიიჩნეოდა – Maserati Granturismo MC Stradale, მაგრამ ის ცოლმა გააყიდინა, რადგან მანქანა ძალიან მძლავრია და ანტონელა დარდობდა ქმარს რაიმე არ მოსვლოდა.

მკვეთრი წითელი Dodge Charger SRT8 – ამ ამერიკელს დიდი ზომები, ბევრი ცხენის ძალა და მიმზიდველი ფასი, 80 ათასი დოლარი აქვს.

რა თქმა უნდა არის Audi Q7, რომელიც ძალიან ბევრ ფეხბურთელს ყავს. ამ საოჯახო ავტოს ლეო ცოლ-შვილის სატარებლად იყენებს.

მესის კიდევ ერთი Audi არის R8, რომლის ფასი დაახლოებით 200 ათასი დოლარია.

მესამე Audi კი გახლავთ R8 GT და ის 400 ათასი ღირს.

Mini Cooper S Cabriolet – ლეოს ერთ-ერთი პირველი ავტოა. პატარა და მანევრირებადი საჭიროა ბარსელონას გადავსებული ქუჩებისთვის.

და ბოლო მანქანა კომფორტული არასამგზავრო Range Rover Vogue, რომელიც მესიმ ძალიან შეიყვარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი vs ბარსელონა: მატჩის წინ – პროგნოზი

ბითაძის 5 ქულა, 7 მოხსნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება