in

მესიმ MLS-იც დაიპყრო: ლეომ ინტერს სანუკვარი ჩემპიონობა მოუტანა

ლეო მესის „ინტერ მაიამი“ MLS-ის პლეი-ოფების ფინალში “ვანკუვერი” 3:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა აშშ-ის ჩემპიონატის გამარჯვებული.

38 წლის არგენტინელ ვარსვლავს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც მიიჩნიეს.

მატჩის დასრულების შემდეგ ლეომ თქვა, რომ ამ მომენტს დიდი ხანი ელოდნენ და ამით უნდა დატკბნენ.

კომენტარი გააკეთა გუნდის ერთ-ერთმა დამაარსებელმა დევიდ ბექჰემმაც:
„ბევრი უძილო ღამე იყო, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა აქამდე მოვიდოდით და როდესაც სწორ პარტნიორებს ვპოულობდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო“.

მესიმ 47-ე ტიტული მოიპოვა კარიერაში. ის მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.

მესიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა MLS-ის პლეი ოფი – 6 გოლი და 7 პასი ექვს მატჩში. სულ სეზონში 34 მატჩში 35 გოლი და 23 საგოლე გადაცემა. 58 შედეგიანი მოქმედება!

სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით, მესიმ 2025 წელს „გოლი+პასის“ სისტემით 73 ქულა დააგროვა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში მეცხრე კალენდარული წელი +70-ით. ბოლოს მან ეს 2017 წელს შეძლო.

„ინტერ მაიამიმ“ პირველად შეძლო MLS-ის პლეი ოფის პირველი რაუნდის გავლა და ერთბაშად ჩემპიონი გახდა. ეს მეექვსე სეზონი იყო კლუბის ისტორიაში.

ბოლო მატჩი ითამაშეს კარიერაში სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ. ნახევარმცველმა 38 ტიტულით დაასრულა თამაში, მარცხენა მცველმა – 25-ით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და შეცვალეს… ტრავმის გამო

ვათენებთ: როდის დაიწყება მუნდიალზე თამაშები – ფიფამ განრიგი ჩამოწერა