პსჟ-ს თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბრიუგესთან“ დუბლი შეასრულა და ამით პელეს რეკორდი მოხსნა.
არგენტინელმა 758 გოლი გაიტანა კარიერაში და ლეგენდარულ ბრაზილიელს გაასწრო, რომელსაც RSSSF-ის ინფორმაციით, 757 გოლი აქვს. მესიმ 678 ბურთი საკლუბო დონეზე შეაგდო, 80 გოლი მოდის ნაკრებზე. პელემ კი 680 გოლი საკლუბო გფეხბურთში გაიტანა და 77 – ეროვნულ ნაკრებში.
გარდა ამისა, მესიმ კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა. „ბრიუგე“ 38-ე გუნდია ჩემპიონთა ლიგაზე, ვისაც ლეომ გოლი გაუტანა. კრიშტიანოსაც 38 გუნდისთვის აქვს გოლი გატანილი ამ ტურნირზე და ეს ლიგაზე საუკეთესო მაჩვენებელია.
ბარემ მესის თანაგუნდელ მბაპეც ვთქვათ. კილიანმაც დუბლი შეასრულა და ტურნირის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. ფრანგი ფორვარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლიგაზე 30 გოლი გაიტანა. მბაპემ ამ ნიშნულს 22 წლის და 352 დღის ასაკში მიაღწია.
GIPHY App Key not set. Please check settings