in

მესიმ ნაკრებში 114 გოლი გაიტანა: მსოფლიოზე იქნება თუ არა ჯერ იცის

ლეო მესი ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანო რონალდოს ახლა 24 გოლით ჩამორჩება.
არგენტინელმა თავდამსხმელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვენესუელას წინააღმდეგ (3:0) მატჩში ორი გოლი გაიტანა.
ამგვარად, მესიმ ნაკრების 194 თამაშში 113-ე და 114-ე გოლები გაიტანა.
ლეო ეროვნული ნაკრებების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ისტორიაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ რონალდოს ჩამორჩება, რომელსაც 221 მატჩში 138 გოლი აქვს გატანილი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გოლი პლუს პასის სისტემაში ლიონელ მესი ლიდერობს.
ვენესუელასთან გატანილი გოლები მისთვის მე-7 და მე-8 იყო შესარჩევ ტურნირზე.
საერთო ჯამში, 12 საკვალიფიკაციო მატჩში გოლი პლუს ასისტით 11 (8+3) ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით ლუის დიასს (8 ქულა) უსწრებს.

მესიმ ვენესუელასთან მატჩის წინ გახურების დროს ემოციები ვერ შეიკავა.
რატომ?
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეს მატჩი შესაძლოა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყოს.
თამაშის დაწყებამდე მესი მოედანზე სამ შვილთან ერთად გავიდა, რომლებთან ერთადაც ეროვნულ ჰიმნს მოუსმინა.

მესიმ ჯერ ვერ გადაწყვიტა, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

„თამაშისთვის შთაგონებული და მოტივირებული ვარ. როგორც ყოველთვის ვამბობ, დღითი დღე მივდივარ მიზნისკენ, გრძნობებით ხელმძღვანელობით.
ვცდილობ, კარგად ვიგრძნო თავი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან ვიყო გულწრფელი.
როდესაც კარგად ვგრძნობ თავს, მომწონს. როცა არა, არ მსიამოვნებს, ამიტომ მირჩევნია არ მოვედი, თუ ცუდად ვგრძნობ თავს.
ვნახოთ. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება.
ამ სეზონს დავასრულებ, წინასასეზონო შეკრებას ჩავატარებ. ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს“, – თქვა ლიონელ მესიმ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს საქართველო უფრო რთული იყო: თურქეთის მწვრთნელი

მკვლელები მოძალადეების წინააღმდეგ: რობინიო ციხეში გუნდს ავარჯიშებს – მნახველების რაოდენობა იზრდება