in

მესიმ მშობლიურ ქალაქში სახლი აიშენა: როგორია ის

ლეო მესიმ ახალი სახლი აიშენა მშობლიურ როსარიოში. სახლში არის კინოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი და მიწისქვეშა ფარეხი 15 ავტომობილზე.

სახლი სამ მონაკეთზეა აგებული და მასში არის ზონა, რომელიც მხოლოდ სტუმრებზეა გათვლილი (ეს მონაკვეთი ჯერ არ დასრულებულა). ფეხბურთის სუპერვარსკვლავი აპირებს, რომ სწორედ ამ სახლში, რომელსაც ციხესიმაგრე უწოდეს, იცხოვროს, როდესაც თამაშს შეეშვება.

სახლში სულ 25 ოთახია და მისი მშენებლობა 3.5 მლნ ევრო დაჯდა.

არგენტინელმა ჟურნალისტმა გვიდო ზაფორამ ამერიკულ ტელეგადაცემა „Es por ahi“-ში თქვა, რომ „სახლი როსარიოს ყველაზე მდიდარ ნაწილშია, რაიონში სახელად კენტუკი“.

შესვლისას სტუმრებს იატაკიდან ჭერამდე აღმართული მესის გიგანტური პორტრეტი ეგებება, ის ზურგით დგას, არგენტინის ნაკრების მაისური აცვია და 10 ნომერი აწერია.

მშენებლობას ხელმძღვანელობდა ლეოს მამა ხორხე, ხოლო ლეომ ავეჯი ისრაელიდან, მილანიდან და პარიზიდან შეარჩია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისის დინამოს მორიგი ტრანსფერი: კამარა დინამოელია

წლის ფულიანი სპორტსმენი ისევ ნაომია